აშშ-რუსეთის ურთიერთობა

აშშ გამოხატავს შეშფოთებას რუსეთში, არჩევნებზე დარღვევების გამო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას ეუთოს მეთვალყურეთა ცნობების გამო, რომლებიც რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევებს ეხება. კლინტონმა ხაზი გაუსვა დარღვევების გამოძიების მნიშვნელობას. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთში, არჩევნების შემდგომ საპროტესტოს აქციების მონაწილეების დაკავებასთან დაკავშირებითაც და თან განმარტა, რომ აშშ მზადაა ითანამშრომლოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ვლადიმირ პუტინთან, როდესაც ის ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

კომენტარები