საკადრო ცვლილება

ზურაბ ჭიაბერაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად

მთავრობაში საკადრო ცვლილებაა. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა. ამ პოსტზე ის  ანდრია ურუშაძეს ცვლის, რომელიც თბილისის მერიაში სოციალური მიმართულებით იმუშავებს. პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა აღნიშნა ჭიაბერაშვილის კარგი მენეჯერული თვისებები.

ზურაბ ჭიაბერაშვილი 2003 -2004 წლებში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მანამდე კი ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციას ”სამართლიანი არჩევნები.” 2004-2005 წელს ჭიაბერაშვილი იყო თბილისის მერი, შემდეგ საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011 წლის 4 მარტიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში.

 

კომენტარები