კუბა

რომის პაპმა კუბელებს ღია საზოგადოების აშენებისკენ მოუწოდა

რომის პაპმა ბენედიქტე მე-16-ემ მოუწოდა კუბელებს ააშენონ ”განახლებული და ღია საზოგადოება.”

რომის პაპი კუბას 3 დღით ეწვია და იქ უკვე გაუძღვა ღია ცის ქვეშ წირვას ქალაქ სანტიაგოში. წირვისას პაპმა გაიხსენა იოანე პავლე მეორის 14 წლის წინანდელი,  ისტორიული ვიზიტი კუბაში და თქვა, რომ ამ ვიზიტმა წარუშლელი კვალი დატოვა კუბელების სულში. გავრცელებული ცნობებით, კუბაში ვიზიტის დაწყებამდე რომის პაპმა მოძველებული უწოდა კომუნისტურ სისტემას. სამშაბათისთვის, ბენედიქტე მე-16-ე ჰავანაში ჩასვლას გეგმავდა.

კომენტარები