საქართველო-ბულგარეთი

სააკაშვილი ბულგარეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა

გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა  თბილისში, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს და ბულგარეთის სამთავრობო დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რეგიონალური თანამშრომლობა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერა იყო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბოიკო ბორისოვმა საკუთარი ქვეყნის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სრული მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაწყებული მოლაპარაკების პროცესსა და ევროპასთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხებში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის განსახორციელებულ კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის, ენერგორესურსების ექსპორტირების შესაძლებლობას რუსეთის გვერდის ავლით.

ბულგარეთის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

 

კომენტარები