პატიმართა შეწყალება

შეწყალების კომისია 417 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს

დღეს შეწყალების კომისია 417 მსჯავრდებულის საქმეს განიხილავს. მათ შორისაა 71 ქალისა და 9 არასრულწლოვანის განაცხადი.

გადაწყვეტილების მიღებისას განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური მდგომარეობა, დანაშაულის სიმძიმე და სხვა. კომისიისგან რეკომენდაციას მხოლოდ ის მსჯავრდებულები მიიღებენ, რომლებიც სასჯელს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დანაშაულებისთვის იხდიან.

კომისია შესაწყალებელ პატიმართა რეკომენდაციებს პრეზიდენტს გადაუგზავნის. მსჯავრდებულებს სააღდგომოდ შეიწყალებენ.

 

კომენტარები