აშშ-რუსეთის ურთიერთობა

ჰილარი კლინტონი რუსეთში ივნისის ბოლოს ჩავა

აშშ -ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუსეთს ივნისის ბოლოს ეწვევა, ამის შესახებ გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჰილარი კლინტონი მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაში, რომელიც სანკტ პეტერბურგში გაიმართება.

მანამდე , ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებები ვაშინგტონში, დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის მიმდინარეობისას გამართა.

 

კომენტარები