იულია ტიმოშენკო

იულია ტიმოშენკოს გერმანელი ექიმი უმკურნალებს

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს გერმანელი ექიმი უმკურნალებს. ნორბერტ ჰაასი უკრაინაში გუშინ ღამე ჩავიდა და ექს-პრემიერს სავარაუდოდ დღეს გასინჯავს.

ნორბერტ ჰაასმა განაცხადა უკვე გაეცნო უკრაინული მხარის მიერ მიწოდებულ სამედიცინო დასკვნებს და განაცხადა, რომ ტიმოშენკოს ჯანმრთლობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთების საბაბს ვერ ხედავს.

გერმანელი ექიმის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის საავადმყოფოებში ექს-პრემიერის სამკურნალოდ სათანადო პირობები არ აღმოჩნდება, ის უკრაინის ხელისუფლებას ტიმოშენკოს სხვა ქვეყანაში გადაყვანის რეკომენდაციას მისცემს.

იულია ტიმოშენკოს ციხის საკნიდან საავადმყოფოში დღეს გადაიყვანენ.

კომენტარები