აშშ

რობერტ კენედის მეუღლე გარდაცვლილი იპოვეს

რობერტ კენედი უმცროსის მეუღლე, მერი კენედი გუშინ ღამით საკუთარ სახლში, ნიუ-იორკის გარეუბანში გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, 52 წლის ქალბატონი ბედფორდში ჩამოხრჩობილი ნახეს.

BBC - ის ცნობით, მერი კენედი სიცოცხლის ბოლო წლებში ალკოჰოლსა და წამალზე იყო დამოკიდებული. იგი 2010 წელს არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისათვის ორჯერ დააკავეს. ცნობილია, რომ კენედიმ რამდენიმე წლის წინ განქორწინების შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა ისინი ოფიციალურად არ ყოფილან გაყრილნი.

რობერტ კენედი უმცროსი აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი და სენატორ რობერტ კენედის შვილია. ორივე მათგანი 1960-იან წლებში მოკლეს.

 

კომენტარები