აშშ

ვერმონტის შტატში ბერნი სანდერსის ოფისის კართან ცეცხლის გაჩენის გამო კაცი დააკავეს

REUTERS/Evelyn Hockstein/File Photo Purchase Licensing Rights

აშშ-ში, ვერმონტის შტატში სენატორი ბერნი სანდერსის ოფისის კართან ცეცხლის გაჩენის გამო პოლიციამ 35 წლის შანტ სოგომონიანი დააკავა. ინფორმაცია შემთხვევის შესახებ ვერმონტის შტატის პროკურატურამ გაავრცელა

შანტ სოგომონიანი 5 აპრილს ქალაქ ბარლინგტონში ბერნი სანდერსის ოფისის კართან, შენობის მესამე სართულზე ავიდა, სადაც სცადა, რომ ცეცხლი გაეჩინა. ის უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა. ვიდეოებში ჩანს, რომ კაცი ოფისის კარებთან სითხეს ასხამს და შემდეგ ცეცხლს უკიდებს.

ცეცხლის წაკიდებისთანავე შენობაში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა. შემთხვევის დროს ოფისში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 

კომენტარები