აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ

ხვალ, 30 აპრილს 12:00 და 19:00 საათზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გაიმართება

აქტივისტების მოძრაობები ხვალ, 30 აპრილს 12:00 საათზე, პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ. აქციაა დაანონსებული 19:00 საათზეც.

"30 აპრილს, 19:00- საათზე, პარლამენტის წინ კვლავ ვაპროტესტებთ რუსულ კანონს.

რუსული კანონი გვაშორებს ევროპას! საქართველოს მოქალაქეების მკაფიოდ გამოხატული ნება, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულყოფილი წევრი, დასაცავია! რუსული კანონის პროექტის მეორე მოსმენა შესაძლოა გაიმართოს 30 აპრილს, 1 მაისს, 2 მაისს ან 3 მაისს. სავარაუდოდ, ერთ დღეს დაწყებული მეორე მოსმენა კენჭისყრისთვის გადაიწევს მეორე დღეს. ამდენად, 30-ში ვიწყებთ მეორე მოსმენით კანონის მიღების გაპროტესტებას.

საქართველოს მოქალაქეებო, დავდგეთ ერთად და ხელი შევუშალოთ საქართველოს რუსეთიზაციას. ვანახოთ ხელისუფლებას, რომ ძალა ჩვენშია, ძალა ხალხშია, უნდა მოგვისმინონ! არა რუსულ კანონს!" - წერია აღწერაში.

კომენტარები