ჩიკაგოს სამიტი

ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია საქართველოზე

წლევანდელ ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული შეთანხმება, მომავალში საქართველოს NATO-ს წევრად გახდომის შესახებ, ალიანსის ლიდერების მიერ კვლავ დასტურდება.

,,მივესალმებით ბუქარესტის სამიტის შემდეგ საქართველოს პროგრესს, რომელიც ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ ისწრაფვის, თავისი რეფორმებით, ყოველწლიური ეროვნული პროგრამითა და NATO-საქართველოს კომისიის აქტიური პოლიტიკური კავშირით ალიანსთან. ჩვენ შევთანხმდით, უფრო გავზარდოთ საქართველოს კავშირი ალიანსთან, რაც მოიცავს ჩვენი პოლიტიკური დიალოგის შემდგომ გაძლიერებას, პრაქტიკულ თანამშრომლობასა და საქართველოსთან ფუნქციონალურ თავსებადობას. ‘’-ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ NATO აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიული, საარჩევნო, სასამართლო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გატარებულ რეფორმებს.

ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაში ცალკე თემად არის აღნიშნული, NATO-ს წევრი ქვეყნების  მინისტრების შეხვედრის საკითხი, მათ კოლეგებთან ოთხი ქვეყნიდან- მაკედონია, მონტენეგრო, ბოსნია და ჰერცოგოვინა და საქართველო.

,,ჩვენ მადლობელი ვართ პარტნიორების, რომლებიც NATO-ს წევრობას ესწრაფვიან, იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მათ NATO-ს ოპერაციებში შეაქვთ და ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნებისადმი ერთგულების გამოხატვისთვის. ‘’-აღნიშნულია დეკლარაციაში.

ისევე როგორც 2009 წლისა და 2010 წლის დეკლარაციებში, 2012 წლის ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციაშიც ნათქვამია, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე. 

კომენტარები