სოციალურ ქსელ Facebook-ს დღეს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. დაახლოებით ორი საათის მანძილზე Facebook-ი მიუწვდომელი იყო მისი მომხმარებლებისთვის.
სოციალური ქსელის შეზღუდულ მუშაობასთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოხატეს.
,,Facebook-ი ისევე, როგორც მისი აქციები, დაბლა მიემართება.’’-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
Facebook-ის ადმინისტრაციამ მომხმარებლებს ბოდიშის მოუხადა და პრობლემის მოგვარების შესახებ აცნობა. პრობლემის გამომწვევი მიზეზები ამ წუთამდე უცნობი რჩება.