დიდი ბრიტანეთი

ტემზაზე სამეფო ფლოტილია ჩაივლის

დედოფლის ბრილიანტის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები პიკს უახლოვდება. BBC-ის ინფორმაციით, ათასობით ადამიანი იკრიბება ტემზას სანაპიროზე და ელოდება სამეფო ფლიტილიის ჩავლას. 
BBC-ის ცნობით, საზღვაო აღლუმი ბოლო 350 წლის განმავლობაში ყველაზე სანახაობრივი იქნება. დედოფალი, ედინბურგის ჰერცოგი და სამეფო ოჯახის სხვა წარმოამდგენლები ალბერტის  ხიდიდან ტაუერის ხიდის მიმართულებით 10-ათასი ყვავილით მორთული გემით იმოგზაურებენ. 
შეგახსენებთ, რომ წელს დიდი ბრიტანეთი დედოფლის კორონაციის 60 წლის იუბილეს, ე.წ. ბრილიანტის იუბილეს აღნიშნავს. ელიზაბედ II ინგლისის მონარქად 1952 წლის 6 თებერვალს აკურთხეს. 

კომენტარები