ინგლისის ბანკმა მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებიანი ბანკნოტების პირველი ფოტოები გამოაქვეყნა.
ახალი მონარქის პორტრეტი £5-იან, £10-იან, £20-იან და £50-იან ბანკნოტებზე იქნება გამოსახული.
ახალი ბანკნოტები ხმარებაში 2024 წლის მეორე ნახევრიდან შევა.
ბანკნოტების უკანა მხარეზე კი გამოსახული იქნება სერ უინსტონ ჩერჩილი, ჯეინ უსტინი, ჯეი ემ დაბლიუ ტერნერი და ალან ტიურინგი.
ცოტა ხნით ადრე, ხმარებაში შევიდა მეფე ჩარლზ III-ის გამოსახულებიანი 50-პენსიანი მონეტა. ახალი რკინის ფული 4.9-მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა.
რკინის ფული და ბანკნოტები, რომლებზეც აწ გარდაცვლილი ელისაბედ II არის გამოსახული მიმოცვლაში ისევ იქნება.