დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთი ებრაელებზე და პალესტინელებზე თავდასხმების გამო ექსტრემიზმის განმარტებას ცვლის

arabnews.com

დიდი ბრიტანეთი ბოლო თვეების მანძილზე ებრაელებზე და პალესტინელებზე თავდასხმების გაზრდილი მაჩვენებლის გამო ექსტრემიზმის სამართლებრივ განმარტებას ცვლის. ეს ცვლილება დიდი ბრიტანეთის სიძულვილის დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ნაწილია

ახალი განმარტებით, ექსტრემიზმი არის ძალადობაზე, სიძულვილზე და მიუღებლობაზე დაფუძნებული იდეოლოგიის პოპულარიზაცია და განვითარება.

"დღევანდელი ზომები უზრუნველყოფს, რომ მთავრობამ გაუფრთხილებლობით არ მისცეს პლატფორმა მათ, ვინც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და უარყოფს სხვების ფუნდამენტურ უფლებებს" - თქვა მაიკლ გოუვმა, თემების მინისტრმა, რომელიც ხელმძღვანელობს ექსტრემიზმის ახალი განმარტების შემუშავების პროცესს. 

რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა თქვა, რომ ბრიტანეთის მულტიეთნიკურ დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან ორივე, ისლამისტური და ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები და ბევრია გასაკეთებელი ამ გამოწვევის დასაძლევად. 

2023 წელს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ანტისემიტური ინციდენტები 147%-ით, ხოლო ანტიმუსლიმური ინციდენტები 335%-ით გაიზარდა. 

კომენტარები