რეიტინგი

პლანეტის ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ 55-ე ადგილი დაიკავა

ფონდმა New Economic Foundation პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველომ 55-ე ადგილი დაიკავა.

2012 წლის ბედნიერი ქვეყნების ინდექსი სამი ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებით შედგა: მოქალაქეების კმაყოფილება ცხოვრების დონით, ეკოლოგიური კეთილდღეობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა.

151 ქვეყანის რეიტინგში ლიდერი კოსტა-რიკა გახდა, ბოლო ადგილი კი ბოტსვანამ დაიკავა.

საქართველოს მეზობელი თურქეთი რეიტინგში 44-ე ადგილზე მოხვდა. სომხეთმა 53-ე, აზერბაიჯანმა 80-ე, ხოლო რუსეთმა 122-ე ადგილი დაიკავა. 

კომენტარები