განათლების სამინისტრო

შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა

შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებგვერდი - www.qim.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პორტალზე თავმოყრილია IV–XVIII საუკუნეებში მოღვაწე ქართველი საერო და სასულიერო პირების შესახებ როგორც სამეცნიერო, ასევე ვიზუალური მასალა. სამინისტროს ცნობით, ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მეფეების, წმინდანების, საეკლესიო პირების, მაშენებლების, მწერლებისა და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისტორიული პერსონებისადმი მიძღვნილ სტატიებს. ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ქართული ხუროთმოძღვრების, ჭედურობის, ნაქარგობისა და ხელნაწერების შესახებ.

პორტალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე განხორციელებული სამწლიანი სამეცნიერო კვლევის ფარგლებში შეიქმნა. სამეცნიერო პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 150 000-მდე ლარით დააფინანსა.

 

 

კომენტარები