მექსიკაში კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური ინსტიტუციურ–რევოლუციური პარტიის (PRI) კანდიდატი ენრიკე პენა ნიეტო იმარჯვებს.
45 წლის ნეტოს, რომელსაც ექსპერტები თავიდანვე ფავორიტად მიიჩნევდნენ, ამ დროისათვის უკვე ხმათა 38% აქვს.
პარტია, რომელსაც იგი წარმოადგენს, მექსიკას 71 წლის განმავლობაში, 2000 წლამდე მართავდა.
წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი მეხიკოს ყოფილმა მერმა, მემარცხენე პოლიტიკოსმა ანდრეს ობრადორმა 31% – ით დაიკავა. მესამე ადგილზე მექსიკის მმართველი პარტიის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ხოსეფინა მონაა, რომელმაც ხმათა 25 % დააგროვა.
წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემა სიღარიბესთან, ნარკობიზნესთან ბრძოლა და ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების დონის ნორმალიზაცია იყო. მექსიკის მოსახლეობის თითქმის მესამედი სიღაბის ზღვარს მიღმა იმყოფება.