ცვლილებები მთავრობაში

დასაქმების სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე იქნება

ახლადწარდგენილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტზე პაატა ტრაპაიძის კანდიდატურა დაასახელა. პაატა ტრაპაიძეს აქამდე კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ახალი სამინისტრო უმუშევარი მოქალაქეების და პროფესიების ბაზას შექმნის.

”ახალი სამინისტროს მთავარი ფუნქცია იქნება ის, რომ თანხები, ინიციატივები და პროექტები მოარგოს დასაქმების სფეროს. დასაქმების სამინისტროს ექნება აქტიური კომუნიკაცია ყველა სახელმწიფო უწყებასთან. სამინისტრო აღწერს ყველა უმუშევარს და ყველა ვაკანსიას. ეს უწყება დაეხმარება მათ, ვინც სამსახურს ეძებს და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაში მოეხმარება ." - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

 

კომენტარები