რუსთავის მეტალურგმა თითქმის გაინაღდა მეორე ეტაპზე თამაში: კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს, სტუმრად სამბურთიანი გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, არც საპასუხო მატჩში გაუჭირდება ალბანელი მეტოქის ძლევა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის გუნდის მეტოქე გაცილებით ძლიერი იქნება - ჩეხეთის პლზენი. ამ ეტაპის თამაშები 19 და 26 ივლისს გაიმართება. პირველ შეხვედრას პლზენი შინ ჩაატარებს.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მეტალურგი დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა მხოლოდ უკანასკნელ 15 წუთში მოახერხა გოლების გატანა. საგულისხმოა, რომ რუსთაველებმა ევროტურნირები წინა სეზონშიც სტუმრად მოგებით დაიწყეს - ამავე ეტაპზე სომხეთის ბანანცს ერევანში სძლიეს.
ტეუტასთან საპასუხო მატჩი 12 ივლისს, თბილისში გაიმართება.
* * *
5 ივლისი, 2012. ევროპის ლიგა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ალბანეთი, დურიოში, ნიკო დოვანა. 1000
ტეუტა (დურიოში, ალბანეთი) 0:3 მეტალურგი
გოლები: 0:1 დ.ტატანაშვილი (77), 0:2 გ.კვარაცხელია (84), 0:3 გ.კვარაცხელია (90, პენ)
ტეუტა: ბ.რიზვანი, ა.შეტა (კაპ), ბუიუ, ა.ნიკა, ა.დოსტი (ი.ემინზაჰირი 72), ა.ჰოქსა, ტ.ოსმანი (ა.ბაკიასი 70), ჰ.იაკუპი, ბ.მანჩაკუ (ლ.პაჯაზიტი 63), ა.დელიალისი, ე.ველიაი
მწვრთნელი: ჰასან ლიკა
მეტალურგი: გ.ბედიაშვილი, თ.კაკუშაძე (გ.თექთურმანიძე 46), ი.მაისურაძე, ა.სუხიაშვილი, გ.კვარაცხელია (კაპ), ლ.რაზმაძე, ლ.ჯაფარიძე, ი.სიხარულიძე (დ.ტატანაშვილი 77), დ.დობროვოლსკი (გ.მიქაბერიძე 60), რ.გეწაძე, მ.მახვილაძე
მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი
გაფრთხილება: ა.ჰოქსა, ა.დელიალისი, ა.შეტა
მსაჯები: პ.სატონი; კ.ჰენესი, დ.ბროუტონი (ირლანდია)