გაეროს რეზოლუცია

დავით ბაქრაძე გაეროს მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში განის, ნიგერიის, ტაილანდის მუდმივი წარმომადგენლები და ჩილეს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირი მიიღო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეეებმა 2012 წლის 3 ივლისს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე მიღებული რეზოლუციის "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსის შესახებ" მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2011 წელთან შედარებით რეზოლუციის მხარდამჭერთა ზრდის დინამიკა პოზიტიურია.

პრესსამსახურის ცნობით, დავით ბაქრაძე სტუმრებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებზე, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, ქართულ–რუსულ ურთიერთობებზე და საქართველოს მხრიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობიდან ირაკლი ქავთარაძე, საპარლამენტო უმცირესობიდან ლევან ვეფხვაძე და გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია ესწრებოდნენ.

 

კომენტარები