გაეროს რეზოლუცია

ციხელაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მზარდია

epn.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა მზარდია. ციხელაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე გაეროს რეზოლუცია შეაფასა. 

"გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების განუყოფელ უფლებებს, ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა არის მზარდი და ეს ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია. სამწუხაროა, რომ ჩვენ ისევ რეზოლუციის მიღება გვჭირდება, რამდენადაც საკითხი პრაქტიკულ ჭრილში ჯერ არ დაძრულა. გაეროს რეზოლუცია მოუწოდებს მხარეებს და ფორმატებს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომ საკითხის პრაქტიკული განხილვა სწორედ იქ დაიწყონ", - განაცხადა ციხელაშვილმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 69-ე სესიაზე მიიღო მორიგი რეზოლუცია "აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციას მხარი 75-მა ქვეყანამ დაუჭირა.

კომენტარები