საერთო სამაგისტრო გამოცდა

2012 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდა დასრულდა

2012 წლის საერთო  სამაგისტრო გამოცდა დასრულდა. 12 ივლისს მაგისტრანტობის კანდიდატებმა გამოცდა ანალიტიკურ წერასა და წაკითხულის გააზრებაში ჩააბარეს, 13 ივლისს კი - ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. 

წელს წაკითხულის გააზრების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 21, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 6.4; ანალიტიკურ წერაში მაქსიმალურია 24, მინიმალური - 7.3; ლოგიკურ მსჯელობაში ზღვარია 5.2, ამ ნაწილში მაგისტრანტობის კანდიდატებს შეუძლიათ მაქსიმუმ 17 ქულის დაგროვება; რაოდენობრივ მსჯელობაში მაქსიმალური ქულაა 20, მინიმალური - 5.1.

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება ყველა მაგისტრანტობის კანდიდატისთვის სავალდებულოა. გარდა ამისა, სახელმწიფო დაფინანსება მხოლოდ საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგით გაიცემა.

2012 წელს სამაგისტრო გამოცდაზე 8 ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა. მაგისტრატურის კანდიდატთა კოეფიციენტებით რანჟირება ამ წლის კონკურსის გათვალისწინებით მოხდება. მომავალი მაგისტრებისათვის მხოლოდ 100%-იანი სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული, იგი 2250 ლარს შეადგენს.

საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგს მაგისტრანტობის კანდიდატები აგვისტოს ბოლოს გაიგებენ.  საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი სპეციალობის გამოცდას უშუალოდ უმაღლეს სასწავლებლებში გაივლიან.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები