საქართველო–აშშ

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის არმიის მეთაურს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის არმიის მეთაურს ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტს მარკ ჰერთლინგს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის მთავარი თემა სამხედრო სფეროში არსებული მხარდაჭერა და ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობა იყო. მხარეებმა იმ წვლილზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ავღანეთის მისიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით შეაქვს. მარკ ჰერთლინგმა პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე, თავდადება და პროფესიონალიზმი, რომელიც მათ ISAF-ის პროგრამის ფარგლებში გამოიჩინეს.

მარკ ჰერთლინგის ვიზიტი საქართველოში 18 ივლისს დასრულდება. იგი საქართველოს 2011 წლის ივლისშიც სტუმრობდა. 

ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური პასუხისმგებელია ამერიკული ჯარების ოპერაციების კოორდინაციაზე 51 ქვეყანაში.

 

 

კომენტარები