2008 წლის აგვისტოს ომი

ნათელაშვილი: ოკუპაციის თანაავტორი სააკაშვილ-ივანიშვილის მიერ შექმნილი დანაშაულებრივ-რეპრესიული რეჟიმია

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მან განაცხადა, რომ  ივანიშვილის დაფინანსებითა და სააკაშვილის ბრძანებით, ცხინვალზე თავდასხმა გახდა საქართველოში რუსეთის ჯარების შემოჭრის საბაბი.
„ოკუპაციის თანაავტორი სააკაშვილ-ივანიშვილის მიერ შექმნილი დანაშაულებრივ-რეპრესიული რეჟიმია, რომელიც იმართება ამერიკის ყველაზე რეაქციული სამხედრო-პოლიტიკური წრეებიდან და დაკისრებული აქვს ფუნქცია ქართველთა სისხლით აკეთონ რეგიონში ამერიკული საქმე“,- განაცხადა ნათელაშვილმა.
პრესკონფერენციაზე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი აპირებს NATO-ზე უარის თქმას და რუსეთთან ურთიერთობის აღადგენს. ამ გზით იგი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაიბრუნებს. 

კომენტარები