55 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ზედიზედ მეოთხე პაექრობა მოიგო და ფინალის საგზური მოიპოვა.
ახალგაზრდა ქართველმა მჭიდავემ ნახევარფინალში იაპონელი შინიჩი იუმოტო ძალიან დაძაბულ ორთაბრძოლაში სამ სეტში დაამარცხა, ფინალში კი რუსი ჯამალ ოტარსულთანოვი ელის.