Google

Google საავტორო უფლებების დამრღვევი საიტების წინააღმდეგ ზომებს მიიღებს

Google-ს განცხადებით, მისი საძიებო სისტემა დაიწყებს იმ ვებსაიტების დაჯარიმებას, რომლებიც საავტორო უფლებებს არღვევენ. კორპორაციის წარმომადგენლის, ამით სინგჰალის განმარტებით, საძიებო სისტემის ალგორითმებს შეეძლებათ საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ მიღებული შეტყობინებების გაანალიზება და ეჭვმიტანილი ვებსაიტების რეიტინგებში დაქვეითება. Google-ს მიხედვით, ის კვირაში მილიონზე მეტ შეტყობინებას იღებს.

ზოგიერთ მედია კომპანია უკმაყოფილო იყო, რადგანაც თვლიდა, რომ Google ხელს უწყობდა ონლაინ მეკობრეობას და ამით მათ მედია პროდუქციის ღირებულებას ზიანს აყენებდა. Google-ს სხვადასხვა სასამართლო დავებიც ჰქონდა, მათ შორის Viacom-თან, იმ მოტივით, რომ ძიების რეზულტატებში უჩვენებდა საიტებს, რომელთაც არაკანონიერად ჰქონდათ გამოქვეყნებული წიგნები, მუსიკა, ვიდეო მასალები და ა.შ. 

ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციამ Google-ს ახალი გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და მას სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

კომენტარები