არმია

სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 21 წლის რიგითის, ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. თავდაცვის უწყება გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი ჯაბა გაბიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სამხედრო პოლიცია აწარმოებს. ამ ეტაპზე ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება. შესწავლილი და შემოწმებული იქნება უბედური შეთხვევის ყველა გარემოება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისათვის გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.” - ნათქვამია წერილში.

გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სამინისტრო გაიღებს. ჯაბა გაბიტაშვილი მშობლიურ სოფელ ვეჯინში გადაასვენეს.

 

კომენტარები