ინციდენტი საზღვარზე

რუსი ძალოვნები საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტს უარყოფენ

ბოლო დღეებში არ დაფიქსირებულა რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევა იმ მონაკვეთზე, სადაც ამჟამად ქართველი სამართალდამცავები სპეცოპერაციას აწარმოებენ. ამის შესახებ რუსულ სააგენტო Интерфакс-ს განუცხადა წყარომ ჩრდილო კავკასიის რეგიონის ძალოვანი სტრუქტურებიდან.

„საზღვარი არ დარღვეულა არც ჩვენი და არც საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა „ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელმა“. მან უარყო რუსეთიდან საქართველოში დივერსანტების შეღწევის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ „თბილისში დროდადრო ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს“.

 

კომენტარები