კონფერენცია

მიხეილ სააკაშვილმა მთავრობათაშორისი კონფერენცია გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში მთავრობათაშორისი კონფერენცია თბილისი +35 გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობას 100-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული 400 დელეგატი იღებს, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები, (პრემიერ-მინისტრები, გარემოს დაცვის მინისტრები) რომელთაც საქართველოს პირველმა პირმა სიტყვით მიმართა.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოში ვიზიტით მყოფი სტუმრები გარემოს დაცვის მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად შეიმუშავებენ თბილისის კომუნიკეს, რომელშიც ასახული იქნება რეკომენდაციები გარემოსდაცვით და განათლების საკითხებთან დაკავშირებით. კომუნიკეთი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იხელმძღვანელებენ.

პრეზიდენტმა კონფერენციაზე აღნიშნული ღონისძიების და მაღალი რანგის სტუმრების საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენცია თბილისი +35 7 სექტემბერსაც გაგრძელდება და მის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები და შეხვედრები გაიმართება.

 

კომენტარები