ბიზნესომბუდსმენი

საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშილის ბრძანებით, საქართველოს ბიზნესომბუდსმენად მაია მერედოვა დაინიშნა.

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე მაია მერედოვამ გიორგი პერტაია შეცვლა.

მაია მერედოვა 2010-2012 წლებში პროკრედიტ ბანკ საქართველოს გენერალური დირექტორი იყო, სადაც 2006 წლიდან მუშაობს.

2002-2004 წლებში მუშაობდა ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის კონსულტანტად კერძო და საფინანსო სექტორის განვითარების სფეროში.ხოლო 2004-2005 წლებში იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში.

დამთავრებული აქვს ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრატურა, ხოლო 1997-2000 წლებში დიდი ბრიტანეთის დურჰემის ბიზნეს-სკოლის ბაკალავრიატი. 

კომენტარები