აშშ

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტთან დაკავშირებით მემორიალური მუზეუმი გაიხსნება

აშშ-ის 11 სექტემბრის ცნობილი ტერაქტიდან 11 წელი შესრულდა. აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში მემორიალური მუზეუმი გაიხსნება. მოსალოდნელი იყო, რომ ტრაგიკულად დაღუპულთა პატივსაცემად მუზეუმი ტერაქტის 11 წლის თავზე გაიხსნებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება რამდენიმე თვით ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების გამო გადაიდო. პროექტის ღირებულება 1,4 მილიარდი დოლარია.

2001 წლის 11 სექტემბერს ტერაქტების სერიის მსხვერპლი 2751 ადამიანი გახდა. რამდენიმე ათეული ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს. 11 წლის წინ თავდასხმა ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელდა, კიდევ ერთი თვითმფრინავი ვაშინგტონთან მდებარე თავდაცვის სამინისტროს შენობის მახლობლად ჩამოვარდა.

ნიუ-იორკში ტერაქტის 11 წლის თავთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიებებია დაგეგმილი. ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულთა ნათესავები და ახლობლები მათი ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან შეიკრიბებიან.

 

კომენტარები