ევრობასკეტი 2013

საქართველო - ჰოლანდია რამდენიმე წუთში დაიწყება

17:30 სთ-ზე, სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ჰოლანდიის გუნდს დაუპირისპირდება. 

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ძირითად ბადეში, რომელიც 2013 წელს სლოვენიაში გაიმართება, უკვე გასულია. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ჰოლანდიელებს აქვთ შანსი, რომ მესამე ადგილიდან გავიდნენ ევრობასკეტზე.

სტუმრებს ფრანცისკო ელსონი და ტომას კუენისი არ ეყოლებათ, ხოლო ზაზა ფაჩულია დააკლდება ჩვენს ეროვნულ გუნდს.

შეხვედრისათვის თვალის მიდევნება, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ

კომენტარები