ევრობასკეტი 2013

პოლონეთის მწვრთნელი: ქართველებმა უმაღლესი დონის კალათბურთი ითამაშეს

იგორ კოკოშკოვი და დირკ ბაუერმანი
gbf:ge

4 სექტემბერს, საქართველოსა და პოლონეთის საკალათბურთო ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ქართველებმა მეტოქეს გამანადგურებელი ანგარიშით - 84-68 სძლიეს, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

„არა აქვს მნიშვნელობა, რა თამაში ვაჩვენეთ და როგორი ძლიერი გუნდები დავამარცხეთ მოსამზადებელ ეტაპზე. საქართველოს ეროვულმა ნაკრებმა უმაღლესი დონის კალათბურთი გვეთამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდმა ვერაფერი გააწყო ქართველების გააზრებული დაცვისა და ზუსტი შეტევის წინააღმდეგ. მთელი თამაში ვცდილობდით, რამე საწინააღმდეგო მოგვეფიქრებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ეს კარგი გაკვეთილია ჩვენთვის, იმედი მაქვს, მოთამაშეები დაფიქრდებიან, თუ რა დიდი მარცხი განიცადეს და ასეთ რამეს მომავალ მატჩებში აღარ დაუშვებენ," - განაცხადა პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დირკ ბაუერმანმა.

იგორ კოკოშკოვი გამარჯვებით კმაყოფილი ჩანდა და განსაკუთრებით ხაზი გიორგი შერმადინის კარგ თამაშს გაუსვა.

"პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში აგვისტოს დასაწყისში დავმარცხდით. 

მას მერე კარგად შევისწავლეთ მეტოქე და იტალიასთან პოლონელთა გამარჯვებისშემდეგ ბიჭებს ვუთხარი - ეს ევრობასკეტის ერთ-ერთი ყველაზე კარგად მომზადებული გუნდი იქნება მეთქი. ამიტომ, შეხვედრას მაქსიმალურად კონცენტრირებულები შევხვდით. გიორგი შერმადინმა გორტატის წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მას ევრობასკეტის დაწყებამდე ვუთხარი: ეს შეჯიბრება შენი შანსია, უჩვენო, რა შეგიძლია. განსაკუთრებით მარცინ გორტატთან უნდა გამოჩენილიყო გიორგის პოტენციალი დამიხარია, შერმადინმა უჩვენა - ევროპის ტოპ ცენტრებს შორისაა," - განაცხადა იგორ კოკოშკოვმა.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები