ოკუპირებული ტერიტორიები

თიბილოვი: საქართველო ახალი საომარი მოქმედებებისთვის ემზადება

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის თქმით, საქართველო ახალი საომარი მოქმედებებისთვის ემზადება. თიბილოვმა ამის შესახებ ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა. 

თიბილოვის თქმით, ის ფლობს ინფორმაციას, რომ საქართველო თავის გამაგრებებს აშენებს და ტყვიაწამლის შესანახ ბუნკერებს აკეთებს. მისი თქმით, ასეთი ინფორმაცია მასში ეჭვს აღძრავს რომ ”საქართველო ახალი საომარი მოქმედებებისთვის ემზადება”. მისი განცხადებით, მთელი საზღვრის პერიმეტრზე საქართველოს სამხედრო ნაწილები გააქტიურდნენ.

 

კომენტარები