ოკუპირებული ტერიტორიები

სუს-ი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე

პირველი არხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზი". ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად". - წერია განცხადებაში.

სუს-ი ასევე წერს, რომ "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას".

კომენტარები