მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: ნუ ვცდილობთ ისეთი თემით თამაშს, რომელიც ხვალ და ზეგ უკან შემოგვიბრუნდება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გურჯაანში მხარდამჭერებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.  

,,მოდით, ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არასდროს დაბრუნდება ორგანიზებული დანაშაული! კრიმინალები, რომლებიც ატერორებდნენ ჩვენს ხალხს, აღარ ივლიან ქუჩაში თავისუფლად. აღარ დაბრუნდებიან კანონიერი ქურდები, რომ კორუმპირებული პოლიციელები არ დაბრუნდებიან უკან და არ ჩაიგდებენ ხელში მასობრივად სისტემას, რომ რეკეტი აღარ დაბრუნდება, ამაზე მოვილაპარაკოთ! ნუ ვცდილობთ ისეთი თემით თამაშს, რომელიც ხვალ და ზეგ უკან შემოგვიბრუნდება." -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ, ვისაც საზოგადობის შოკში ჩაგდება უნდოდათ, ,,მათი ილეთი უკან შეუბრუნდებათ’’.

,,ამათ უნდოდათ ამ კვირაში ჩაეგდოთ შოკში ქართული საზოგადოება. ჩვენ უფრო ადრე აღმოვაჩინეთ ეს გეგმები და გამოვაჩინეთ ხალხი, ვინც ამ სიბინძურეს აკეთებდა. ცოტა ადრე მოუვიდათ. მათ არა მარტო მთავრობის ჩაყენება უნდოდათ ჩოქბჯენში, არამედ მთელი საზოგადოების. მათი ილეთი უკან შეუბრუნდებათ და ჩვენ სუფთაზე დავდებთ, ბეჭებზე.’’-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები