ვიდეოჩანაწერი

Youtube-ზე მამუკა არეშიძის ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა

დღეს Youtube-ზე გავრცელდა  ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც კოალიცია ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი, მამუკა არეშიძე უცნობ პიროვნებას ქართული ოცნებისთვის  რაიონში მისაღები ხმების რაოდენობას უთანხმებს და ფულს გადასცემს.

მამუკა არეშიძემ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს დამონტაჟებული ფაბრიკაცია უწოდა. მისი თქმით, ის ნამდვილად ესაუბრა უცნობ პირს არჩევნებთან დაკავშრებით, მაგრამ არა გავრცელებული ფორმით. მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერიდან საუბრის ნაწილები ამოღებულია.

 

კომენტარები