ვიდეოჩანაწერი

მაესტრო ახალი აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს ავრცელებს

ტელეკომპანია მაესტრომ, გადაცემა სუბიექტურ აზრში აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერებზე თანდართული განმარტებები აჩვენებს, რომ აჭარის კუდ-ის უფროსის თემურ პატარიძის დაკვეთით მისი ძმა მოსკოვში ჩეჩენ  დაქირავებული მკვლელს ვატო ყიფიანის მოკვლას უკვეთავს. ჩანაწერებში ჩეჩენ კილერის, კუდის უფროსის და შუამავალი პირის სატელეფონო ზარებია.

ვიდეო ჩანაწერებში კუდის უფროსის ძმა ჩეჩენ დაქირავებულ მკვლელზე საუბრობს, მეორე ვიდეოში  თემურ პატარიძის ძმა ნაცემი ჩანს და მას უცნობი მამაკაცი ეკითხება თუ ვინ შეუკვეთა ყიფიანის მკვლელობა. 

სუბიექტური აზრის წამყვანის, შალვა რამიშვილის თქმით, ჩანაწერები მას წყარომ მიაწოდა, თუმცა მის ავთენტურობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. 

კომენტარები