საქართველო–ნატო

ანდერს ფოგ რასმუსენმა ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ქართული ოცნების ლიდერის Facebook–ის გვერდის ინფორმაციით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი წარმატებით ჩააბარა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს შემდგომი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების იმედი გამოთქვეს.

 

კომენტარები