შოთა ხიზანიშვილი

ბარამიძე: ხიზანიშვილის დაკავება პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია

გიორგი ბარამიძემ თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. ბარამიძის თქმით, მთავრობა პრეზიდენტზე დარტყმას ორი მიმართულებით ახორციელებს. ბარამიძის მოსაზრებით, ერთი მხრივ, ხელისუფლება ცდილობს პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან გაიყვანოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ამისთვის შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია, მეორე მხრივ კი, ხელისუფლება პრეზიდენტის ერთ-ერთი დასაყრდენი უწყების, ქალაქის მერის მოადგილეს აკავებს.

"ბრიუსელში ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის განცხადება, რომ ის აპირებს ახალი, ცივილიზებული ურთიერთობები იქონიოს პრეზიდენტ სააკაშვილთან და ოპოზიციასთან, რაც მისასალმებელია, თუმცა, "ფიცი გვწამს, ბოლო მაკვირვებს". დღეს დააკავეს ქალაქის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი. ეს ნაბიჯები არის პირადად პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული. თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ ეს ადამიანები არ ემალებიან გამოძიებას. ეს არის პირადი ანგარიშსწორება და პოლიტიკური დევნა", - აცხადებს ბარამიძე.

ბარამიძის აზრით, ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას ისახავს მიზნად.

კომენტარები