დაკავებები

სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიას სარჩელი არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ არ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ბაჩო ახალაიას სისხლის კოდექსის 144-ე მუხლის მიხედვით, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ბაჩო ახალაიას ადვოკატმა ბაჩუკი ყურაშვილმა განუცხადა. 144-ე მუხლი წამებას გულისხმობს.  ამ მუხლით ბაჩო ახალაიას თავდაპირველი ბრალი დაუმძიმდა.

კომენტარები