დაჯილდოება

ტურისტული ოსკარი–2012

მსოფლიოს უდიდეს, ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ დაჯილდოების ცერემონიაზე - World Travel Awards - ტურისტული ინდუსტრიის საუკეთესო სასტუმროები, ავიაკომპანიები და ტურისტული მიმართულებები გამოავლინეს.  ცერემონია, რომელსაც „ტურისტულ ოსკარს“  უწოდებენ, ქალაქ დელიში გაიმართა. ჯილდოები 100-ზე მეტ ნომინაციაში გაიცა.

მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად Etihad Airways–ი დასახელდა. კომპანიამ ასევე მიიღო ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო პირველი კლასი.“

საუკეთესო ბიზნეს–კლასში პრემია დაიმსახურა Singapore Airlines–მა, ეკონომ–კლასში კი გერმანულმა Lufthansa–მ.

მსოფლიოში საუკეთესო სასტუმროდ დუბაიში მდებარე Burj al Arab–ი დასახელდა, საუკეთესო კურორტად კი - იტალიური Forte Village–ი.

საუკეთესო ახალ სასტუმროდ აღიარეს დოჰაში გახსნილი St.Regis–ი, საუკეთესო სასტუმრო ბრენდად -  InterContinental Hotels & Resorts–ი, ლუქს კლასის საუკეთესო ბრენდად - Oberoi Hotels & Resorts–ი, ხოლო საუკეთესო ბიზნეს–ოტელისა და აპარტამენტების ტიტული Grosvenor House Dubai–მ მიიღო.

საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებად დასახელდა მალდივის კუნძულები, მავრიკია (საუკეთესო ადგილი თაფლობის თვისთვის) და იამაიკა (საუკეთესო საკრუიზო მიმართულება).

კომენტარები