დაკითხვა

ნიკა გვარამია და ალექსანდრე ხეთაგური საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან

იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ფინანსთა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. 

როგორც გვარამიამ და ხეთაგურმა ჟურნალისტებს განუცხადეს, ისინი მოწმის სტატუსით დაიკითხებიან, თუმცა კონკრეტულად რა სკითხზე, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. 

ასევე უცნობია, თუ რა საკითხთან დაკავშირებით იკითხებიან თელასის გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია, რომლებიც ასევე საგამოძიებო სამსახურში იმყოფებიან. 

 

კომენტარები