ოკუპირებული ტერიტორიები

თიბილოვი: საქართველოსთან მოლაპარაკებებს მხოლოდ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ გავმართავთ

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ არანაირ მოლაპარაკებას არ გამართავს საქართველოს ახალ მთავრობასთან, სანამ თბილისი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და „ოსი ხალხის გენოციდს“ არ აღიარებს. ამის შესახებ, სააგენტო რეს-ის ცნობით, თიბილოვმა მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ამასთან, თიბილოვის თქმით, უპირველეს ყოვლისა, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს იურიდიულ დოკუმენტს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. გარდა ამისა, ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა აღნიშნა, რომ საქართველომ ” 20-წლიანი აგრესიის განმავლობაში მიყენებული ზარალი” უნდა აანაზღაუროს.

 

კომენტარები