აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ჰილარი კლინტონმა ჰოსპიტალი დატოვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, მეუღლის ბილ კლინტონისა და ქალიშვილის თანხლებით ნიუ-იორკის ჰოსპიტალი დატოვა. 
BBC-ის ცნობით, 65 წლის კლინტონი ტვინის თრომბის დიაგნოზით კლინიკაში 30 დეკემბერს მოათავსეს. თრომბი ტვინის შერყევის შედეგად ჩამოყალიბდა. როგორც BBC იუწყება, დეკემბერში სახელმწიფო მდივანი სახლში დაეცა და ტვინის შერყევა მიიღო. 
ექიმები სახელმწიფო მდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ. მათი თქმით, კლინტონი რამდენიმე დღეში შეძლებს აქტიური საქმიანობის გაგრძელებას. 

კომენტარები