ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სერგეენკო: უფასო მშობიარობისთვის საჭირო ფინანსები ჯერ დათვლილი არ არის

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, დღეს, 8 იანვარს ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ "უფასო მშობიარობისთვის საჭირო ფინანსები ჯერ დათვლილი არ არის".
მინისტრის თქმით, ექსპერტები ამჟამად მშობიარობისთვის საჭირო ანაზღაურების ხარჯებს ანგარიშობენ. ეს პროცესი, სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე დასრულდება. სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას, მინისტრმა ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენმა ქალმა იმშობიარა შარშან და საშუალოდ ერთ მშობიარეზე რა თანხა დაიხარჯა.
სერგეენკოს განცხადებით, პირველი ივლისიდან ყველა უზრუნველყოფილი იქნება პოლისით და აუნაზღაურდებათ ფიზიოლოგიური და გართულებული მშობიარობა.
სადაზღვევო ფონდი ფუნქციონირებას 1-ლი თებერვლიდან დაიწყებს. 

კომენტარები