რეგიონული განვითარების სამინისტრო

ნარმანია: სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღონ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ კახეთში სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღონ. მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დეტალურად იყო აღწერილი და თითოეული სოფლისა და ოჯახის ასეთი აღწერა არასდროს ჩატარებულა.

"ვფიქრობ, რომ მოსახლეობის მხრიდან გულისწყრომა არ უნდა იყოს. მიმდინარეობს საბანკო ანგარიშების გახსნა 28.500-ვე დაზარალებულ ოჯახზე. ანგარიშების გახსნის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაიწყება კომპენსაციების გაცემა", - განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება სახურავების შეკეთების პროცესს, ნარმანიას განცხადებით, ეს პროცესი თითქმის დასრულებულია, თუმცა კიდევ გადახედავენ, თუ კიდევ არის სადმე რაიმე დარჩენილი.

კახეთის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდმა ქართუმ 100 მილიონ ლარამდე გამოყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კომპენსაცია კახეთის ხუთ რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება.

კომენტარები