დაკავებები

იუსტიციის მინისტრს თენგიზ გუნავას საქმეზე სახალხო დამცველის შეხსენება არ სჭირდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავას საქმეზე სახალხო დამცველის შეხსენება არ სჭირდება. 
მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში წულუკიანი სახალხო დამცველის მიერ დღეს, 29 იანვარს, გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუნავას საქმის გამოძიება მომხდარისთანავე დაიწყო, გამოძიების შედეგები კი მომავალ კვირაში გამოქვეყნდება.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მაღალი თანამდებობის პირების დაკავებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "გარკვეული დარღვევებია გამოვლენილი".  
"მალე გამოქვეყნდება დასკვნები, რომელიც სახალხო დამცველმა მოამზადა და ეხება გუნავას, ახალაიასა და სხვა გახმაურებული დაკავებების საქმეებს. დასკვნა ეხება იმ პროცედურულ დარღვევებს,  რომლებსაც  შეიძლება ადგილი ჰქონოდა დაკავებების პროცესში. გარკვეულ საქმეებზე დარღვევები გამოვლენილია, მათ შორის  - თენგიზ გუნავას საქმეში აშკარაა დარღვევები", - განაცხადა ნანუაშვილმა.

კომენტარები