რუსულ-ქართული მოლაპარაკებები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევდოკიმოვის განცხადების წარმომავლობის დადგენას ცდილობს

"საქართველოს საგარეო უწყება დიპლომატიური არხების საშუალებით ცდილობს, დაადგინოს დსთ-სთან დაკავშირებით რუსი დიპლომატის მიხეილ ევდოკიმოვის განცხადების წარმომავლობა", - ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, არანაირი დიალოგი დსთ-ში საქართველოს დაბრუნებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს. ზალკალიანმა აღნიშნა, რომ არცერთ ოფიციალურ პირს ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კონტაქტი არ ჰქონია რუსულ მხარესთან.  
შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თის სა­გა­რეო უწ­ყე­ბის დსთ-ის ქვეყ­ნე­ბის პირ­ვე­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა მი­ხა­ილ ევ­დო­კი­მოვ­მა გა­ნაც­ხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან დსთ-ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­ტაქ­ტე­ბი უკ­ვე დაწ­ყე­ბუ­ლია. 

კომენტარები